რაჭული ხაჭაპური

ამ ხაჭაპურს აქვს არა მრგვალი, არამედ ოთხკუთხედი ფორმა. ავიღოთ ჩვეულებრივი საფუარიანი ცომი, გავაბრტყელოთ ოთხკუთხედათ. შუაზე მოვათავსოთ კვერცხში არეული დაფშვნილი ყველი, გადავკეცოთ ოთხივე კუთხე კონვერტისებურად. ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული და შევდგათ გამოსაცხობად აირღუმელში ან კეცზე.